• მთავარი
  • სიახლეები
  • გალერეა
  • ვიდეო
  • კონტაქტი
  • წამალი "სალხინო"
    • წამალის შესახებ
    • ქიმიური თვისებები
    • მიღების წესი
  • ლიცენზიები
    • საქართველო
    • აზერბაიჯანი
    • უკრაინა
    • სომხეთი
  • კომპანია ”სალხინო”
  • სალხინოს მიდამოები
  • ტრადიციული მედიცინა
  • ინტერნეტ მაღაზია
  • წამალი ”ფერდი”

ქართული ტრადიციული მედიცინა

მედიცინის ისტორია ითვლებოდა და ითვლება ერის კულტურის ერთ-ერთ საზომად, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობა ქვეყნად სიკეთის დასაწყისია.

ქართული ტრადიციული მედიცინა
 
 ერის სულიერი თუ მატერიალური კულტურის საგანძურის გამდიდრებაში, ალბათ არც ერთ ხალხს არ მიუძღვის იმდენი წვლილი, რამდენიც მრავალჭირნახულ ქართველ ხალხს. ეს არცაა გასაკვირი. რადგან აურაცხელი შემოსევების ფონზე, ხშირად უნუგეშოდ და უპატრონოდ დარჩენილი ქართველობას ისღა დარჩენოდა თვითგადარჩენისა და დამკვიდრების გზა საკუთარსავე წიაღში მოეძიებინა.

 ქართველი ერი მარტოოდენ ყურძნისა და ხორბლის მრავალგვარი ჯიშების, გენიალური ეპოსის, განსაცვიფრებელი მრავალხმიანი სიმღერებისა და საგალობლების ავტორი და შემოქმედი როდია, არამედ სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის უნიკალური მეთოდებსაც ფლობს. წარსულში შექმნილი არაერთი უნიკალური წამალი დღეს კიდევ უფრო დახვეწილი და გამდიდრებული თანამედროვე ავტორ-მკურნალთა მიერ ჩვენი აწმყოსა და მომავლის თანამგზავრია.

 სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ისეთივე დიდი ხნის ისტორია ქავს, როგორც კაცობრიობას. მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ადამიანებს საშვალება მისცა განესხვავებინათ მცენარეები მათი სამკურნალო თვისებების მიხედვით.

 საქართველოს ფლორა მეტად მდიდარია სამკურნალო მცენარეებით. მათი გამოყენება თაობათა მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება.

 ქართულ ფარმაციას მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ისტორია და სახელოვანი ტრადიციები აქვს. ანტიკურ ხანაში ბერძენი და რომაელი კლასიკოსები: დიოსკორიდე, ჰორაციუსი, პოლინიუსი, ქსენოპორტი, სტრაბონი მიუთითებენ საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე, მათ მოქმედებაზე, დამზადების ტექნოლოგიაზე და ა.შ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე (1X-X ს.ს –ში) კოლხეთი და იბერია ცნობილი იყო, როგორც უნიკალური სამკურნალო საშვალებების მცოდნე მხარე. იცნობდნენ სამკურნალო საშვალებებს და ეწეოდნენ სამკურნალო მცენარეების მოშენებას. კოლხეთის მეფის აიეტის ცოლის ჰეკატესა და ქალიშვილის მედეას სახელთანაა დაკავშირებული ყველაზე ადრეული მითი “სისხლის გადასხმის “ და “გაახალგაზრდავების” შესახებ. არც ის არის შემთხვევითი, რომ საყოველთაო სიტყვა მედიცინა კოლხი ქალის მედეას სახელს უკავშირდება.

 ცნობებს საქართველოში სამკურნალო მცენარეების, ბაღების გაშენებისა და მათი გამოყენენების თაობაზე ვპოულობთ ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში”. მედიცინის ისტორიის მკვლევართათვის ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე გაშენებული ყოფილა “ჰეკატეს ბაღი” (ძვ.წ.650წ.) რომელშიც 40-ზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბერძნები თავის ცოდნას სამკურნალო მცენარეების დარგში უკავშირებე კოლხიდას, ხოლო მსოფლიო მედიცინის ისტორიის პირველსავე ტომში პირველი ქვესათაური “უძველესი კოლხური მედიცინით” იწყება.

 საქართველოში ხალხური მედიცინის განვითარების უდიდესი წარსულის მაჩვენებელია ძველი ქართული სამედიცინო წერილობითი წყაროები: ქანანელის “უსწორო კარაბადინი”(Xს.) ხოჯაყოფელის “წიგნი სააქიმოი”(X ს.ს) ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის “სამკურნალო წიგნი კარაბადინი”(XV ს.ს) დავით ბაგრატიონის “იადგარ დაუდი”(XVს ს) ვახუშტი ბაგრატიონი თავის გეოგრაფიულ ნაშრომში (XVს.ს) აღწერა “სამეფო საქართველოსი” ანუ “საქართველოს გეოგრაფია”. აღნიშნავდა საქართველოს ბუნებრივი კლიმატის შესაბამისი ფლორის უნიკალურობას. მრავალფეროვნებას და მათ სამკურნალო ღირებულებას. დიდი მასალაა შემონახული იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილების და სხვათა ხელნაწერებშიც.

 ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, როცა იდევნებოდა ყოველგვარი ეროვნული, ხალხური მედიცინის მიღწევები არა მარტო მიჩქმალული იყო, არამედ აბუჩად აგდებულიც. რასაც ხელს უწყობდა როგორც ოფიციალური სახეები, ისევე საბჭოთა მედიცინის ზოგიერთი წარმომადგენელიც, რომელიც სახალხო მკურნალში მარტოოდენ კონკურენტს ხედავდა და არა ერთგულ მოკავშირეს. სამწუხაროდ, ამჟამადაც ქართული ხალხური მედიცინის არაერთი მიღწევა ჩრდილშია მოქცეული. თუმცა დღეს არაერთი მეთოდი ტრადიციული მკურნალობისა აღიარებულია კლასიკური მედიცინის მიერ და ხალხშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც ამტკიცებს იმას, რომ ზემოთხსენებული ლეგენდები მითიც არის და რეალობაც. გრძენეული მედეას შთამომავლებით თურმანიძეები (დამწვრობის ტრადიციული მკურნალები) ბერულავები (მოტეხილობის საგვარეულო მალამო) ნაჭყებიები (წამალი “სალხინო” და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი წამალი “ფერდი”, რომელსაც გააჩნია საოცარი სამკურნალო ეფექტი )და ა. შ. ”მწვანე მედიცინის “ კორიფეები არიან.

 თუმცა ხალხური მედიცინის საოცრებანი არანაირ გრძნეულობას და ჯადოსნობას არ საჭიროებენ, ისინი ნაყოფი არიან ღვთით კურთხეულ ნიჭთან შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ძიება-გარჯის და რაც მთავარია საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატის, ბუნებრივი პირობების შესაფერისი ფლორისა. ხალხური მედიცინის მეთოდებით შექმნილი წამალთა უმრავლესობის ძირითად ბაზისს, სწორედ სხვადასხვა სახის მცენარეულობა წარმოადგენს, რომელთა არცთუ ისე მცირე ნაწილი ხშირად იშვიათი და ძნელიად მოსაპოვებელია, რის გამოც საჭიროებენ მოშენებას და გაკულტურებას.

 ხალხური მედიცინის ზემოთ ჩამოთვლილ სასწაულთაგან, წამალი “სალხინო” ქართული ფლორის უიშვიათესი ნობათია.



 
სასარგებლო ბმულები
pherdi_rek.png